ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთთინ ქოჯამ, სამეცნიერო კომიტეტის სხდომის შემდეგ კორონა ვირუსთან დაკავშირებით, ბოლო მონაცემების მიხედვით, განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ჩინეთიდან ახალი წამალი ჩამოიტანეს, ასევე -  „განსაკუთრებით ინტენსიური თერაპიის მქონე პაციენტებში, წამლის მოხმარება შემცირდა 11 ან 12 დღიდან 4 დღემდე, ეს წამალი ამ დილით საკმაო რაოდენობით ჩინეთიდან ჩამოვიტანეთ“- განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება ქუჩაში გასვლის აკრძალვის თაობაზე მინისტრმა განაცხადა: „ ჩვენ ვართ იმ პერიოდში, როდესაც ყველამ ინდივიდუალურად უნდა ვიბრძოლოდ. ყველამ თავისი, პირადი, საგანგებო მდგომაეობა უნდა გამოაცხადოს. ამის გამოცხადება მაინცდამაინც სახელმწიფოსგან არ არის საჭირო“.

0

თავისუფალი სავიზო რეჟიმის 7 კრიტერიუმი

ევროკავშირის კომისიამ თურქეთის მოქალაქეებისათვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის მინიჭებისათვის 7 კრიტერიუმი წარმოადგინა.

თავისუფალი სავიზო რეჟიმის 7 კრიტერიუმი
29 Eylül 2016 Perşembe 13:42

ევროკავშირის კომისიამ, 18 მარტს, თურქეთ-ევროკავშირის შეთანხმებასთან დაკავშირებით მესამე მოხსენების ანგარიში წარმოადგინა.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ თურქეთისათვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის მინიჭებისათვის შესასრულებელი 72 კრიტერიუმიდან 7 კრიტერიუმი კვლავ დასაკმაყოფილებელი რჩება. ამასთან დაკავშირებით, თურქეთ-ევროკავშირს შორის ურთიერთობა და მოლაპარაკება აქტიურ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს.

მეორე მხრივ, ევროკავშირის კომისიამ განაცხადა, რომ თურქეთის განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტოებს 600 მილიონი ევროთი მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.

2015 წლის 29 ნოემბერს ევროკავშირსა და თურქეთს შორის დაწყებული მოლაპარაკებისას, თურქეთში მცხოვრები სირიელი ემიგრანტებისათვის,  2017 წლის ბოლომდე, 3 მილიარდიანი ფონდის შექმნას დაპირდნენ. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შექმნილი ფონდის ბიუჯეტი სირიელი ემიგრანტების ჯანმრთელობის, განათლების, საკვებისა და სხვა საჭიროებისათვის უნდა გამოეყენებინათ.

თურქეთი კი, უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ სირიელი ემიგრანტებისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება საკმარისი არ არის.
 
დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.