ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთთინ ქოჯამ, სამეცნიერო კომიტეტის სხდომის შემდეგ კორონა ვირუსთან დაკავშირებით, ბოლო მონაცემების მიხედვით, განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ჩინეთიდან ახალი წამალი ჩამოიტანეს, ასევე -  „განსაკუთრებით ინტენსიური თერაპიის მქონე პაციენტებში, წამლის მოხმარება შემცირდა 11 ან 12 დღიდან 4 დღემდე, ეს წამალი ამ დილით საკმაო რაოდენობით ჩინეთიდან ჩამოვიტანეთ“- განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება ქუჩაში გასვლის აკრძალვის თაობაზე მინისტრმა განაცხადა: „ ჩვენ ვართ იმ პერიოდში, როდესაც ყველამ ინდივიდუალურად უნდა ვიბრძოლოდ. ყველამ თავისი, პირადი, საგანგებო მდგომაეობა უნდა გამოაცხადოს. ამის გამოცხადება მაინცდამაინც სახელმწიფოსგან არ არის საჭირო“.

0

თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალები დაკარგული ქართველი ჯარისკაცების ძებნაში ჩაერთო

20 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალების Minehunter-ის ტიპის ხომალდი „ TCG AKCAKOCA” შევიდა.

თურქეთის სამხედრო საზღვაო ძალები დაკარგული ქართველი ჯარისკაცების ძებნაში ჩაერთო
21 Ağustos 2016 Pazar 16:13

თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო საზღვაო ძალების 650 ტონიანი Minehunter-ის ტიპის ხომალდი სიღრმეში სამძებრო ღონისძიებებს ასრულებს. ხომალდის ეკიპაჟი 41 კაცს შეადგენს და ჰიდროლოკაციური სისტემებით არის აღჭურვილი. თურქული ხომალდი სამძებრო სამუშაოებს დაახლოებით 200 მეტრი სიღრმის და 350 მეტრი მანძილის რადიუსზე აწარმოებს.

16 აგვისტოს, სპეციალური ოპერაციების ძალების ორმა სამხედრო მოსამსახურემ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაზე ზღვაში სიღრმითი ჩაყვინთა და ზედაპირზე ამოსვლა ვერ შეძლო. კაპრალი იაგო შარაძის და პირველი კლასის რიგითის, გიორგი ნანეტაშვილის სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.