
შემთხვევა დილით, 10:50 საათზე მოხდა. ძლიერი აფეთქების შედეგად, დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის შენობებიც. დაშავებულები სასწრაფო დახმარების მეშვეობით საავადმყოფოებშ გადაიყვანეს. პოლიციამ უკვე დაიწყო სამძებრო ოპერაცია ტერორისტების დასაკავებლად.
ძლიერი აფეთქება მოხდა ვანის ცენტრში, ბეშიოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, აფეთქების შემდეგ ჩაიკეტა გზები.
