ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთთინ ქოჯამ, სამეცნიერო კომიტეტის სხდომის შემდეგ კორონა ვირუსთან დაკავშირებით, ბოლო მონაცემების მიხედვით, განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ჩინეთიდან ახალი წამალი ჩამოიტანეს, ასევე -  „განსაკუთრებით ინტენსიური თერაპიის მქონე პაციენტებში, წამლის მოხმარება შემცირდა 11 ან 12 დღიდან 4 დღემდე, ეს წამალი ამ დილით საკმაო რაოდენობით ჩინეთიდან ჩამოვიტანეთ“- განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება ქუჩაში გასვლის აკრძალვის თაობაზე მინისტრმა განაცხადა: „ ჩვენ ვართ იმ პერიოდში, როდესაც ყველამ ინდივიდუალურად უნდა ვიბრძოლოდ. ყველამ თავისი, პირადი, საგანგებო მდგომაეობა უნდა გამოაცხადოს. ამის გამოცხადება მაინცდამაინც სახელმწიფოსგან არ არის საჭირო“.

0

ერფელექი-სინოპი

რაიონის მოკლე ისტორია და გეოგრაფიული მდებარეობა

ერფელექი-სინოპი
12 Nisan 2003 Cumartesi 15:13

 ერფელექი ქ. სინოპიდან 29 კმ. დაშორებით მდებარე ერთ-ერთი პატარა რაიონული ცენტრია, რომელიც ქარასუ ჩაისა და იშქებზე ჩაის (ქინიქის ხეობა) შეერთების ადგილას მდებარეობს. სხვადასხვა დროს მას განსხვავებული  სახელები ერქვა: ჯუნაიანი, სალავათი, ქარასუ, ერფელექი.
        არსებობს ერფელექის 1750 წელს დაარსების შესახებ შემდეგი გადმოცემა: როდესაც ზღვის სანაპიროზე მცხოვრები მწყემსები ზაფხულში იალაღებზე  მიდიოდნენ, ხის წვერზე ადიოდნენ, ეზანს კითხულობდნენ და პარასკევის ნამაზს ასრულებდნენ იქ, სადაც ახლა ძველი მეჩეთია. აქაური ხალხიც პარასკევის ნამაზს აქ ასრულებდა. მოგვიანებით ამ ადგილას პატარა ნაგებობა ააგეს და ნამაზის შესრულებაც იქ დაიწყეს. რის გამოც ამ ადგილს ჯუმაიანი დაერქვა.

ხალხმა, ძველი ნაგებობა 1800-იან წლებში დაანგრია და მის ადგილას `პირველი მეჩეთი” ააგო. მე-19 საუკუნის 50-იან წლებში მეჩეთის გვერდით სკოლა ააგეს და იქ სწავლა-განათლების პროცესი დაიწყო. ამგვარად დაიწყო ჯუმაიანის საზოგადოების განვითარება. აქ ზოგნი თიხის ჭურჭელში ხორციან საჭმელს ხარშავდნენ და პარასკევის ნამაზზე მოსულებზე ჰყიდდნენ. მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ბერძნებმა აქ სამჭედლოები დააარსეს. დაახლოებით 1854 წელს მოსულმა ლტოლვილებმა სოფელი ინჯიფინარი დააფუძნეს. მოგვიანებით დაარსდა: თექე, იენიჩაღი, დაღიერი. დაახლოებით იმავე პერიოდში კავკასიიდან მოსული აფხაზები შემდეგ სოფლებში დასახლდნენ: თექე, ინესოქუ და იენიქოი. 1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად ბათუმიდან და ართვინიდან წამოსულმა ქართველებმა დააარსეს სოფლები: ჰასადერე, აბდურაჰმანფაშა, ვეისელი, დეღირმენჯილი და ჰამიდიე. რაიონის მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი თურქია. აქვე ცხოვრობენ მცირე რაოდენობით ქურთებიც.
        ქარასუში ვაჭრობა მას შემდეგ განვითარდა, რაც ეს დასახლებული პუქტი დაბად იქცა. 1960 წლის 1 აპრილიდან ერფელექი დაერქვა და რაიონული ცენტრი გახდა. ეს სახელი მომდინარეობს დაბის და ს. ქაზმასოქუს ახლოს მდებარე ერფელექსის ტყიდან.   
    
რაიონის გეოგრაფია 
        ერფელექი მდებარეობს ქუზ-თეფესა და სოღუჯალი-თეფესთან ხეობაში მდ. Qარასუს ახლოს 25-30 მ-ში. იმის გამო, რომ ერფელექი მთებს შორისაა მოქცეული, იგი შორიდან არ ჩანს.

საზღვრები 
        ერფელექს დასავლეთით ესაზღვრება აიანჯიქი, სამხრეთით _ ბოაბათი, აღმოსავლეთით სინოპის ვილაიეთი, ხოლო ჩრდილოეთით შავი ზღვა.

ერფელექი - სინოპი

დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.