ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთთინ ქოჯამ, სამეცნიერო კომიტეტის სხდომის შემდეგ კორონა ვირუსთან დაკავშირებით, ბოლო მონაცემების მიხედვით, განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ჩინეთიდან ახალი წამალი ჩამოიტანეს, ასევე -  „განსაკუთრებით ინტენსიური თერაპიის მქონე პაციენტებში, წამლის მოხმარება შემცირდა 11 ან 12 დღიდან 4 დღემდე, ეს წამალი ამ დილით საკმაო რაოდენობით ჩინეთიდან ჩამოვიტანეთ“- განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება ქუჩაში გასვლის აკრძალვის თაობაზე მინისტრმა განაცხადა: „ ჩვენ ვართ იმ პერიოდში, როდესაც ყველამ ინდივიდუალურად უნდა ვიბრძოლოდ. ყველამ თავისი, პირადი, საგანგებო მდგომაეობა უნდა გამოაცხადოს. ამის გამოცხადება მაინცდამაინც სახელმწიფოსგან არ არის საჭირო“.
ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთთინ ქოჯამ, სამეცნიერო კომიტეტის სხდომის შემდეგ კორონა ვირუსთან დაკავშირებით, ბოლო მონაცემების მიხედვით, განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ჩინეთიდან ახალი წამალი ჩამოიტანეს, ასევე -  „განსაკუთრებით ინტენსიური თერაპიის მქონე პაციენტებში, წამლის მოხმარება შემცირდა 11 ან 12 დღიდან 4 დღემდე, ეს წამალი ამ დილით საკმაო რაოდენობით ჩინეთიდან ჩამოვიტანეთ“- განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება ქუჩაში გასვლის აკრძალვის თაობაზე მინისტრმა განაცხადა: „ ჩვენ ვართ იმ პერიოდში, როდესაც ყველამ ინდივიდუალურად უნდა ვიბრძოლოდ. ყველამ თავისი, პირადი, საგანგებო მდგომაეობა უნდა გამოაცხადოს. ამის გამოცხადება მაინცდამაინც სახელმწიფოსგან არ არის საჭირო“.
0

ერთი ჭოროხის შვილები

ერთი ჭოროხის შვილები

ერთი ჭოროხის შვილები
15 Ocak 2006 Pazar 13:48

   28 იანვარს, 21 საათსა და 55 წუთზე, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გავა ახალი დოკუმენტური ფილმი _ "ერთი ჭოროხის შვილები", მეორე სერია. ფილმის პირველმა სერიამ, რომელიც ნაჩვენები იყო 21 იანვარს, ქართველ მაყურებელში დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
        ფილმი ეხება თურქეთში მცხოვრებ ქართველებსა და თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართული კულტურის ძეგლებს.
        ორსერიან დოკუმენტურ ციკლში ასახულია ისტორიული ტაოს პროვინციაში არსებული ძველი ქართული სოფლების _ ხევეკისა და ბალხის მოსახლეობის ყოფა, ეთნოგრაფია და ფოლკლორი. 
        ამ რეგიონში ქართველი დოკუმენტალისტები პირველად ჩავიდნენ, რის გამოც საქართველოში აღნიშნული ფილმისადმი ინტერესი საკმაოდ დიდია. აქ მოთხრობილია ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ისტორია, პირველადაა გადაღებული საქართველოს სახელოვანი მეფე თამარის ბრძანებით აგებული დიდი საირიგაციო სისტემა, ე. წ. "თამარის რუ". 
        აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპედიციის წევრებმა საუკუნის შემდეგ პირველებმა მოახერხეს ასულიყვნენ და გადაეღოთ ძველი ქართული ძეგლი _ კავკასიძეების საგვარეულო ციხესიმაგრე (თურქ. თექქალე). ძეგლი დგას თითქმის მიუვალ კლდეზე, მასზე ასვლა მხოლოდ ალპინისტური მოწყობილობებით მოხერხდა. ფილმში წარმოდგენილია ამჟამად ძლიერ დაზიანებული VII საუკუნის ქართული ტაძრის _ ბანას გრაფიკული (ე. წ. ტრიდემაქსის სისტემის) რეკონსტრუქცია.
        ჩაწერილია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოწოდებული უნიკალური ლექსები, სიმღერები... ფილმში ხშირად ისმის ბაიარ შაჰინისა და სხვა მომღერლების მუსიკალური კომპოზიციები. 
        სცენარის ავტორი და რეჟისორია გიორგი კალანდია, კონსულტანტი ბუბა კუდავა, მონტაჟის რეჟისორი ნაირა დილანიანი, ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი. "ერთი ჭოროხის შვილები" მათ მიერ მომზადებული მე-5 ფილმია უცხოეთში მცხოვრები ქართველების შესახებ. მანადე იყო "მზერა ლაზეთიდან" (ფილმი ლაზების შესახებ), "მზერა ჰერეთიდან" (ფილმი აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების _ ჰერების, ანუ ინგილოების შესახებ) და "გელინო", I-II სერია (ფილმი სტამბოლსა და ბურსაში მცხოვრები ქართველების შესახებ). ეს უკანასკნელი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მას საქართველოს სახალხო კინოფესტივალ "მზის" I ადგილი მიენიწა და 2004 წლის გამარჯვებულ ტელეპროექტად გამოცხადდა.
        აღნიშნული ფილმები ტელეკომპანია "მზის" ეთერში გავიდა, თუმცა ტელეკომპანია "იმედის" გენერალური დირექტორის _ ბიძინა ბარათაშვილისა და მთავარი პროდიუსერის _ ოთარ შამათავას აქტიური დახმარებით მოხერხდა პროექტის "იმედში" განხორციელება, რის გამოც ფილმების ხილვა დღეიდან თურქეთშიც იქნება შესაძლებელი.
        ფილმის ავტორთა განცხადებით, პროექტის მიზანია თურქულ-ქართული მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება, მოძმე ერების უფრო დაახლოება და კავკასიაში თურქული და ქართული კულტურების პოპულარიზაცია.







 


დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.