ანსამბლი „მაჭახელა“ საქართველოს საელჩოს ეწვია

ანსამბლი „მაჭახელა“, რომელიც იუნესკომ ,,ცოცხალ საკაცობრიო საუნჯედ“ აღიარა, საქართველოს საელჩოს ეწვია.

ანსამბლი „მაჭახელა“   საქართველოს საელჩოს ეწვია

2016 წლის 3 ნოემბერს, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში (Living Human Treasures) მყოფი პირებისა და ანსამბლების დაჯილდოების ცერემონიალი, რომელთა შორის იყო ბორჩხას რაიონის სოფ. ჯამილში (ისტ. მაჭახელა) არსებული ხანდაზმულთა პოლიფონიური ანსამბლი „მაჭახელა“.

ზემოაღნიშნული დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ანსამბლის „მაჭახელა“ წევრები თურქეთში საქართველოს ელჩის, ირაკლი კოპლატაძის მიწვევით,  საქართველოს საელჩოს ესტუმრნენ.



საქართველოს საეჩოს ანსანბლი „მაჭახელა" სტამბოლის „ქართული ხელოვნების სახლის“ თანადამფუძნებელთან და სტამბოლის ქართული ცეკვისა და მუსიკის ფოლკლორული ანსამბლის „ქაფდაღი“ დამფუძნებელთან, იბერია ოზქან-მელაშვილთან, სტამბოლის „ქართული კულტურის სახლისა“ და სააგენტოს „აისი“ დამფუძნებელთან, ერდალ ქუჩუქთან (ელიზბარ ცივნარიძე) და ართვინისა და მაჭახელას ქართული დიასპორული გაერთიანებების ხელმძღვანელებთან ერთად ეწვივნენ, სადაც გულთბილი შეხვედრა გაიმართა და სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. შეხვედრაზე ასევე, განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.


დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.
Avatar
მარი - 7 yıl უკან
magari xalxi xart !! Cok guzel aferis siz !! selam Tiflisden