უხუცესთა ანსამბლი ,,მაჭახელა" იუნესკომ ,,ცოცხალ საკაცობრიო საუნჯედ“ აღიარა

უხუცესთა ანსამბლი ,,მაჭახელა", რომელმაც ქართული ხალხური სიმღერა დღემდე შემოინახა, იუნესკომ ,,ცოცხალ საკაცობრიო საუნჯედ“ აღიარა.


2016 წლის 3 ნოემბერს, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში (Living Human Treasures) მყოფი პირებისა და ანსამბლების დაჯილდოების ცერემონიალი, რომელთა შორის იყო ბორჩხას რაიონის სოფ. ჯამილში (ისტ. მაჭახელა) არსებული ხანდაზმულთა პოლიფონიური ანსამბლი „მაჭახელა“.  

ანსანბლ „მაჭახელას", პრეზიდენტმა - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, პრემიერმინისტრმა - ბინალი ილდირიმმა და კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა - ნაბი ავჯიმ ჯილდოები გადასცეს.  დაჯილდოვების ცერემონიას, რომელიც სახელმწიფო არხების პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, მაჭახელის ფონდის ხელმძღვანელები, ანსამბლის შემქმნელი იბერია ოზქან (მელაშვილი), მინისტრები და იუნესკოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



,,ძალიან სასიხარულია წინაპრებისაგან დატოვებული ტრადიციის მსოფლიო საგანძურად აღიარება, საამაყოა, რომ ჩვენც ამ საგანძურის ნაწილნი ვართ. მაგრამ რეალურად საგანძური ჩვენ კი არა, ჩვენი სიმღერები და  ჩვენი კულტურაა. თითოეული ჩვენგანი ამ კულტურითა და სიმღერებით ვცოცხლობთ. უკვე ყველანი დავბერდით, ჩვენი საქმიანობა მომავალმა თაობებმა უნდა გააგრძელონ.  ცხოვრება წინ მიდის და  ახალგაზრდებს კი არ სურთ ამ სიმღერების შესწავლა. გარდა ამისა, უმეტესობა დიდ ქალაქებში მიდის, ტოვებს მშობლიურ კერას“ - განაცხადა ჰამდი ერთურქმა.


 

უხუცესთა  ანსამბლი ,,მაჭახელა"

მრავალხმიანი სიმღერების  ანსამბლ ,,მაჭახელას" წევრთა საშუალო ასაკი 68-ის ზემოთაა. გუნდის არც ერთ წევრს მუსიკალური განათლება არ მიუღია, მაგრამ 3000 წლიანი ტრადიცია დღემდე შემოგვინახეს.

ქართული სიმღერების შემსრულებლები საზოგადოება ქართული მუსიკის ხელმძღვანელმა, მკვლევარმა იბერია ოზქანმა (მელაშვილი) 2001 წელს აღმოაჩინა და გუნდი ჩამოაყალიბა. იბერია ოზქანმა (მელაშვილი) და ხელოვანმა ბაიარ შაჰინმა, რომელიც წარმოშიბით მაჭახელის რეგიონიდანაა, დიდი ძალისხმევის და შრომის  შედეგად, ეს ფასდაუდებელი სიმდიდრე შეკრიბეს და ალბომად გამოსცეს. გუნდი ნევზათ (88), ისმაილ (77), ჰამდი ერთურქ (69), მუჰამმეთ ბალჯი (69), ჯემალ ქარადენიზ (67), შუქრუ ჯესურ (65), მუჰითთინ გოქდემირ (54) და მედენი ალთინისაგან (53) შედგება.

,,ეს სიმღერები, რომელთაც დაახლოებით 1500 წლიანი წარსული აქვს, საქართველოში უკვე აღარ იციან. მაჭახელის სიმღერები საქართველოს საზღვართან, მთებში მცხოვრები ქართველების სიმღერებია, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. მაჭახელის სიმღერებს თავშეყრის ადგილებში მღერიან - სოფელში კოლექტიური მუშაობისას, დაბადების დღეზე, ქორწილში, ადამიანის დაკრძალვისას. განსაკუთრებით კი გზაზე, პატარძლის წამოყვანისას. ჩვენს სიმღერებში, როცა მომღერალი სიმღერას იწყებს, მეორე ბანს აძლევს და ამგვარად, ვიღებთ მრავალხმიან მელოდიას. სიმღერებს საკრავის გარეშე ვმღერით, ჩვენი სიმღერების ენა ქართულია“ - განაცხადა ჰამდი ერთურქმა.
 
ანსამბლ ,,მაჭახელას" უკვე არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვარგარეთაც იცნობენ.




დაკავშირებული გალერეები
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.
Avatar
უშანგი წყარუაშვილისოოციალურ ქსელში გამოქვეყნდა - 7 yıl უკან
ამას წინატ სოციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ერდოგანის წერილი ფოტოთიავტორი ამბობს,ჩემ დზარგვებში ქარტული სისხლი შვქეფსო