ინტერვიუ საქართველოს პრემიერ მინისტრ ბატონ ზურაბ ნოღაიდელთან

ზურაბ ნოღაიდელი

ზურაბ ნოღაიდელი



13 Ağustos 2016, 16:19

ინტერვიუ საქართველოს პრემიერ მინისტრ ბატონ ზურაბ ნოღაიდელთან

ერდალ ქუჩუქ (ელიზბარ ცივნარიძე) - ო. ნ. მერჯან

უპირველეს ყოვლისა რამოდენიმე სიტყვა თქვენი და თქვენი ოჯახის შესახებ
 .

        მე ქობულეთიდან ვარ. ახლაც ქობულეთში ცხოვრობენ ჩემი და მეუღლის ნათესავები. პოლიტიკური მოღვაწეობისა დ თანამდებობის გამო, მეუღლესა და ბავშვთან ერთად ვცხოვრობ თბილისში.

        დღეს თქვენ საქართველოს პრემიერ მინისტრი ბრძანდებით. ადრე რა თანამდებობა გეკავათ?

        
ვიყავი პარლამენტის წევრი სამი მოწვევის განმავლობაში, ორჯერ - ფინანსთა მინისტრი. პრემიერ-მინისტრობა საქართველოში დღეს ნამდვილად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.

        რუსული ენის გარდა ფლობთ თუ არა სხვა უცხო ენებს? უცხოეთში შეხვედრებისას რომელ ენას იყენებთ?

        
კარგად ვლაპარაკობ ინგლისურად, უმაღლესი განათლება რუსულად მაქვს მიღებული მოსკოვის უნივერსიტეტში. 

        თუ გსმენიათ რამე თურქეთის ქართველების ყველაზე გამოჩენილ ადამიანის აჰმეთ ოზქან-ის (მელაშვილი)  შესახებ. რას იტყოდით აჰმეთ ოზქანზე?

        
აჰმედ ოზკანı მელაშვილი იყო ნამდვილად, ერთ ერთი უდიდესი ქართველი ჩვენს ისტორიაში, ბევრი მსმენია მის  შესახებ. პირადად შევხვედრივარ.  ეს იყო ნამდვილად სამაგალითო თანამოქალაქე. 

        რუსეთი საქართველოს თავს დაანებებს? როდის გავა აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან? გაქვთ იმედი, რომ რუსეთი ამ რეგიონებიდან გავა? 

        ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  2008 წლის ბოლოს რუსეთის სამხედრო ბაზები გადის საქართველოდან, რუსეთთან  ჩვენ გვინდა გვქონდეს ნორმალური, მეზობლური პარტნორული ურთიერთობები, და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. მთავარია აუცილებლად უნდა აღსდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა. 

        ბოლო დროს გააქტიურდნენ ჯავახეთის რაიონში მცხოვრები სომხები. რომლებიც ავტონომიურ რესპუბლიკას მოითხოვენ?

        
ავტონომიას ჯავახეთში მცხოვრები სომხების მხოლოდ მცირე ჯგუფი მოითხოვს და ასეთი არ არის მოსახლეობის პოზიცია. მე ვიცი სომხეთის მთავრობის პოზიცია და ისინი ამ მოთხოვნებს მხარს არასდროს დაუწერენ, იმიტომ რომ სომხეთის მთავრობას მშვენივრად ესმის სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დიდი მნიშვნელობა. 

        საქართველოს დსთ-დან გამოსვლა სურს? როგორია თქვენი მთავრობის პოლიტიკა დსთ-სთან მიმართებაში? 

        ჩვენ ვფიქრობთ, რომ დსთ-მ, როგორც ეკონომიკურმა გაერთიანებამ თავისი თავი არ ამოწურა. შესაძლებელია, როგორც ეკონომიკურმა გაერთიანებამ  დსთ-მ დადებითი რამ მოუტანოს მასში მონაწილე ქვეყნებს.  ამ მიმართულებით ჩვენ საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ, ასევე გავააქტიურეთ კონფლიქტების მოწესრიგების მცდელობა დსთ-ს ფარგლებში. ახლა ამ ეტაპზე ჩვენ დსთ-დან გამოსვლას არ ვაპირებთ.  

        საბწოთა ხელისუფლების დროს ახალციხის  რეგიონიდან გადასახლებული ხალხის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ვალდებულებები  აქვს აღებული. თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეფ თაიფ ერდოღანის გასულ წელს საქართველოში განხორციელებული ვიზიტისას ხომ არ დაისვა დღის წესრიგში ეს საკითხი?

        
ჩვენ ვმუშაობთ ძალიან ინტენსიურად მაჰმადიანი ქართველების საქართველოში უკან დაბრუნებაზე, ჩვენ ამაზე გვაქვს საერთაშორისო ვალდებულებები ამაზე საუბარი გვქონდა როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრის ერდოღანის თბილისში ვიზიტის დროს, ისევე ანკარაში ჩემი ვიზიტის პერიოდში.

        თურქეთ-საქართველოს ურთიერთობა რა დონეზეა? თურქეთს და საქართველოს რა სფეროებში შეუძლიათ თანამშრომლობის გაღრმავება? 

        ჩვენთვის თურქეთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია, ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა, რომელმაც ერთ ერთმა პირველთაგანმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა ოთხმოცდაათიან წლების დასაწყისში. თურქეთი სერიოზულ დახმარებას გვიწევს სხვადასხვა სფეროში. 
        ვფიქრობთ, რომ უფრო ინტენსიური უნდა გახდეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიური ურთიერთობები და ეს იყო ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი.
        საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილებებიც მივიღეთ,  მათ შორის ერთ ერთი არის სავიაციო შეთანხმება, რომელიც უფრო ინტენსიურს გახდის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, ეს არის ბათუმის აეროპორტის აღდგენა და რეკონსტრუქცია და ერთობლივი გამოყენება, ეს არის  სავიზო რეჟიმის გაუქმება ჩვენს ქვეყნებს შორის, რაც გამოიწვევს დამატებით ეკონომიკურ აქტიურობას, მიმოსვლას და ჩვენ აუცილებლად გავაღრმავებთ ამას დამატებითი გადაწყვეტილებებით, რომლებზეც მუშაობა არ დაგვიმთავრებია. ეს არის ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების ხელშეკრულება  და თავისუფალი ვაწრობის რეჟიმის ხელშეკრულება. 2008 წლისთვის სავაწრო ბრუნვამ ჩვენ ქვეყნებს შორის 2 მილიარდ დოლარს უნდა მიაღწიოს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამოცანა შესრულდება. 

        მომავალში თუ თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანდა საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპას. როგორია საქართველოს პოლიტიკა ევროკავშირთან მიმართებაში? რა დონეზეა ურთიერთობა და თანამშრომლობა ევროკავშირთან?

        
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თურქეთის გამო საქართველო ევროკავშირის უშუალო მეზობელი გახდება  და ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიწებთ. ევროკავშირმა უნდა დაამტკიცოს რომ ის არ არის მარტო “ქრისტიანთა კლუბი”. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ეგრეთწოდებული ახლო აღმოსავლეთისთვისაც. საქართველოს მთავარი საგარეო პოლიტიკური ამოცანა ევროკავშირში გაწევრიანებაა, ჩვენ იმედი გვაქვს რომ თურქეთის მაგალითი ჩვენთვის იქნება სასარგებლო და მნიშვნელოვანი და ბევრს ვისწავლი  ვისწავლით თურქეთისაგან ამ გზაზე. ბაქო თბილისი ჯეიჰანი ამ წლის ბოლოსთვის უკვე დაიწყებს ფუნქციონერებას და 2009 წლისათვის უკვე ერთ მილიონ ბალონს  გაატარებს დღეში, რაც ნავთობის ფასების ერთ ერთი მასტაბილურებელი ფაქტორი გახდება.
        ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ ინტენსიურად და მომავალ წელს ვასრულებთ ბაქო თბილისი ერზურუმის გაზსადენის მშენებლობას, ეს იქნება დამატებითი ენერგეტიკული უსაფრთხოების და სტაბილურობის ფაქტორი რეგიონისათვის და ამ პროქტში  მონაწილე ქვეყნებისათვის, მათ შორის საქართველოსათვის, თურქეთისა და აზერბაიჯანისათვის. მომავალ წელს დასრულდება ყარსი- ახალქალაქი – თბილისი - ბაქო რკინიგზის ტექნიკური და ეკონომიკური დასაბუთების პროექტი და როგორც კი დავრწმუნდებით, რომ  პროექტი ეკონომიკურად მომგებიანია, დავიწყებთ მის რეალიზაციას. 
 
        როგორია საქართველოს ურთიერთობა მის დანარჩენ მეზობლებთან? 

        საქართველოს ყველა თავის მეზობლებთან კარგი, ნორმალური, სტაბილური ურთიერთობები აქვს. საგარეო პოლიტიკაში ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობაა ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიწებთ.

        როგორც ცნობილია, განსაკუთრებით ქართული წარმოშობის სტუდენტები ჩამოდიან თურქეთიდან საქართველოში სასწავლებლად. ამ სტუდენტებს განათლების საშუალება ადვილად ეძლევათ? 

        ჩვენ ყოველნაირად შევუწყობთ ხელს ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქეებს უმაღლესი განათლების ქართულად ან ნებისმიერ სხვა ენაზე საქართველოში მიღებაში. ოღონდ, ბუნებრივია აქ მათ უნდა ჩააბარონ გამოცდები და უნდა ისწავლონ კარგად. სხვა მხრივ მათ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს. 

        რა კეთდება უცხოეთში მცხოვრები ქართველებთან დაკავშირებით? რა კეთდება იმისთვის, რომ უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა არ დაკარგონ საკუთარი ენა და კულტურა?

        
უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, ჩვენ შეხვედრებზეც ვსაუბრობდით ამაზე, მაგრამ ამ ბოლო დროს გადავდგით საკმაოდ სერიოზული ნაბიჯები. ანკარაში საქართველოს საელჩოში გაიხსნა ქართული ენის შემსწავლელი კურსები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ადამიანი ცდილობს ქართული ენის შესწავლას და ვფიქრობთ, რომ აქტიურად უნდა ვითანამშრომლოთ ჩვენს დიასპორებთან და განსაკუთრებით აქ თურქეთში, იმისათვის რომ თვითმყოფადობა ენა კულტურა არ დაიკარგოს. 

        რას გვეტყოდით საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული წარმოშობის მოსახლეობისათვის ქართული პასპორტების გაცემის შესახებ? და რა ეტაპზეა ეს სამუშაოები ამჟამად? 

        ჩვენ შემოვიღეთ შარშან წლის დასაწყისში, როგორც იცით ორმაგი მოქალაქეობა, რომელიც მანამდე არ არსებობდა და ქართული წარმოშობის მოქალაქეებისთვის, მათ შორის თურქეთის მოქალაქეებისათვის ყველა კარი არის ღია, რათა მათ მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა და უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ დედასამშობლოს საქმიანობაში, მისცენ ხმა არჩევნების დროს და უფრო აქტიურად ითანამშრომლონ აქართველოსთან.
        მინდა რომ ინტენსიური იყოს ეს ურთიერთობები. გუშინდელი შეხვედრა ქართულ დიასპორის წარმომადგენლებთან ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან ემოციური იყო ჩემთვის. უფრო ხშირი უნდა იყოს ასეთი შეხვედრები, უფრო სპეციფიკური უნდა გავხადოთ, ეს არ უნდა იყოს მარტო ოფიციალური ვიზიტების დროს, უფრო აქტიური უნდა გავხადოთ ურთიერთობები და ეს იქნება ჩემი ერთ ერთი უმთავრესი პრიორიტეტი მუშაობაში. 

        რისი თქმა გსურთ თურქეთში მცხოვრებ ქართველებისთვის?

        
დიდი მადლობელი ვარ იმ სათვისტომოების, რომლებიც თურქეთის მრავალ ქალაქში არიან, არსებობენ  აქტიურად მუშაობენ და არ ივიწყებენ თავიანთ ფესვებს. მე მინდა მივმართო მათ და გამოვხატო ჩემი პატივისცემა და მადლობა იმისათვის რომ ინარჩუნებენ ჩვენს ქართულ ენას, თვითმყოფადობასა და კულტურას და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ბევრად უფრო აქტიური უნდა იყოს ჩვენი კონტაქტები. დარწმუნებული ვარ ვიზების გაუქმება და სხვა ეკონომიკური ფაქტორები გამოიწვევს ბევრი ქართული წარმოშობის თურქეთის მოქალაქის უფრო აქტიურ კონტაქტებს დედასამშობლოსთან, უფრო მეტ ეკონომიკურ აქტივობას, უფრო მეტ მიმოსვლას.

        დიდი მადლობა თქვენი ინტერესისთვის, ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა შედგა.

banner210
კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.