პაატა გუგუშვილის თურქულ-ლაზური მოგონებებიდან


პაატა გუგუშვილი „მოგონებები“

პაატა გუგუშვილი „მოგონებები“

10 Mart 2004, 14:11

[გვ. 71]
17.VI.86

1959 წ. თურქეთში მოგზაურობისას, იზმირში (სმირნაში), უკეთ ვთქვათ მის მახლობლად, სულ ცოტა ხნით სტუმრად ვიყავი ოჯახში თურქეთის ფლოტის მაღალი ჩინის ოფიცრთან. ის ქართველი იყო, ლაზი, სულიაშვილის ქართულ გვარს ატარებდა. გზაზე, გემბანზე, სტამბოლიდან იზმირისაკენ რომ მივდიოდოთ მკითხა, მეორენაირი ქართული თუ იციო. ეს თურმე ყოფილა ლაზური, ე.ი. მეგრული და ცხადია, ვიცოდი.

მან მაშინ ლექსი მითხრა, გამოსაცდელად, თუ გავიგებდი:

მითხრა [გვ. 72] და მომაჩერდა... ვუთხარი ყველაფერი გავიგე მეთქი... მითხრა: ჩვენ ორივე კოლხები ვართ (ლაზები) და ბედმა ისე განსაჯა რომ ორივე სხვადასხვა დიდი იმპერიების ძლიერებას ვემსახურებით, მე - თურქეთისას, თქვენ - რუსეთისასო...

- ამაზე არაფერი მითქვამს, თუმცა ეტყობოდა ძლიერ უნდოდა რაიმე მეთქვა.

ბოლოს მისი ოჯახიდან წასვლისას, როდესაც ერთი ფეხი კარის ზღურბლზე გადავაბიჯე, ის თვალებს არ მაშორებდა, მე ჩემს ფეხებს დავხედე,... რაც იმან შეამჩნია და შეიმჩნია ისიც რომ შეამჩნია და მითხრა, გავიგე თუ რა პასუხი გამეციო...


აკადემიკოსები აკაკი შანიძე და პაატა გუგუშვილი
ლიკანი, 1975

აქვე მისი ცოლი იდგა და გვისმენდა. მე მაშინ ის მეგრული ლექსი მკვეთრი, გარკვეული სიტყვებით გავიმეორე... თურქის ქალმა მკლავზე ხელი მაგრად მომკიდა და თვითონაც ლექსი სიტყვასიტყვით, გაიმეორა... და ქმარს თურქულად ჩაულაპარაკა. მასპინძელმა მითარგმნა: „ეტყობა მართლად დიდი [გვ. 73] მოაზროვნე მეცნიერი კაცი ყოფილა, თორემ ერთი მოსმენით ამ ლექსს როგორღა დაიმახსოვრებდა..., როდესაც მე ათ წელზე მეტი მომინდა კარგად მესწავლაო!“

დიასახლისს მე ქათინაურისათვის და საერთოდ გულსრული მიღებისათვის დიდი მადლობა მოვახსენე და ასე დავშორდით ერთმანეთს, ადამიანები... ესოდენ ახლობლნი და ესოდენ შორეულნი, რომელნიც როგორც აქამდე, ისე ამიერიდან, ერთმანეთს ვეღარ ვიხილავთ, ცხადია, და ვითარც ფრიად ძნელად შესახვედრებელი...

პაატა გუგუშვილი „მოგონებები“


მოგონებების ის პატარა ნაკუწი იმისთვისაც გამოვაქვეყნე, რომ გამოჩნდეს ის თუ როგორ უხდება და უდგება ლაზურს ქართული დამწერლობა -- ლექსში გამოყენებულია ზანურისათვის დამახასიათებელი ასო „“...

ლექსის თარგმანი:

მე შენ მიყვარხარ
შენ არ იცი,
შენთვის ვარ დაბადებული,
მიმსახურე გენაცვალე
როგორც ცხენი 
და ნაბადი

კომენტარის დამატება
სახელი
თქვენი კომენტარი დასადასტურებლად გადაეცა ადმინისტრატორს.×
ყურადღება! აკრძალული, მძაფრი, შემაწუხებელი, ცილისწამებისა და გინების შემცველი, შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი, უხეში, უხამსი, ამორალური, პიროვნების უფლებების შემლახველი ან მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე ყველა სახის ფინანსური, კანონმდებლობითი, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება წევრს/წევრებს.